SPA N 3

სახელწოდება / Name: ჭაჭუნა / Chachuna
კატეგორია / Category:  B2; C2; C3

ფართობი / Area: 27794,208 ha

დაცვის სტატუსი / Protection status: ტერიტორიის 11.68%-ს ჭაჭუნას აღკვეთილი ფარავს. SPA 3 100%-ით ემთხვევა IBA (GEO11)-ს და ტერიტორიის 11.66% ფარავს. / 11.68% of territory is covered by Chachuna Managed Reserve. 100% of territory is covered by IBA (GEO11). 11.66% IBA (GEO11) is represented by SPA 3.

ცენტრალური კოორდინატები / Central Coordinate:

Latitude: 41.254750° / Longitude: 45.842283°

დასაცავი სახეობები / Species of concern: დაცვას საჭიროებენ შემდეგი სახეობები:  გავაზი (Falco cherrug), წითელთავა შავარდენი (Falco biarmicus), ბექობის არწივი (Aquila heliaca), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), წითელი იხვი (Tadorna ferruginea), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), სარსარაკი (Tetrax tetrax), თვალჭყეტია (Burhinus oedicnemus), მცირე კირკიტა (Falco naumanni), თეთრკუდა ფსოვი (Haliaeetus albicilla). ჭაჭუნაში ბუდობს: 1-2 წყვილი გავაზი; 1 წყვილი წითელთავა შავარდენი; 4-6 წყვილი ბექობის არწივი; 10-12 წყვილი ორბი; 8-10 წყვილი სვავი; 3-5 წყვილი ფასკუნჯი; 15-20 წყვილი მცირე კირკიტა, 1-2 წყვილი თეთრკუდა ფსოვი; 20-25 წყვილი წითელი იხვი და 5-6 წყვილი თვალჭყეტია. ჭაჭუნა მნიშვნელოვანი გამოსაზამთრებელი ადგილია დაახლოებით 2000 წითელი იხვისთვის, 40 ქოჩორა ვარხვისა და 10 000 სარსარაკისთვის. ყველა სახეობა  საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი: გავაზი და მცირე კირკიტა როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR), სვავი, ქოჩორა ვარხვი და თეთრკუდა ფსოვი – საფრთხეში მყოფი (EN),  წითელთავა შავარდენი, ბექობის არწივი, ორბი, ფასკუნჯი, წითელი იხვი, სარსარაკი და თვალჭყეტია  – მოწყვლადი სახეობები (VU). ამ სახეობებიდან ზოგიერთი  IUCN-ის წითელ ნუსხაშიცაა შეტანილი : გავაზი და ფასკუნჯი როგორც საფრთხეში მყოფი (EN), ბექობის არწივი, ქოჩორა ვარხვი და მცირე კირკიტა – მოწყვლადი (VU), სვავი, სარსარაკი და თეთრკუდა ფსოვი – საფრთხესთან ახლოს  მყოფი (NT) სახეობები. / Saker Falcon (Falco cherrug), Lanner Falcon (Falco biarmicus), Eastern Imperial Eagle (Aquila heliaca), Griffon Vulture (Gyps fulvus), Black Vulture (Aegypius monachus), Egyptian Vulture (Neophron percnopterus), Ruddy shelduck (Tadorna ferruginea), Dalmatian Pelican (Pelecanus crispus), Little Bustard (Tetrax tetrax), Stone Curlew (Burhinus oedicnemus), Lesser Kestrel (Falco naumanni), White-tailed Eagle (Haliaeetus albicilla). Following species of birds are breeding at Chachuna SPA: 1-2 pairs of Saker Falcon; 1 pair of Lanner Falcon; 4-6 pairs of Eastern Imperial Eagle; 10-12 pairs of Griffon Vulture; 8-10 pairs of Black Vulture; 3-5 pairs of Egyptian Vulture; 15-20 pairs of Lesser Kestrel; 1-2 pairs of White-tailed Eagle; 20-25 pairs of Ruddy Shelduck and 5-6 pairs of Stone Curlew. SPA is important wintering habitat for about 2000 Ruddy Shelducks, 40 Dalmatian Pelicans and 10000 Little Bustards. All species are included in the red list of Georgia, Saker Falcon and Lesser Kestrel as Critically Endangered (CR); Black Vulture, Dalmatian Pelican and White-tailed Eagle – Endangered (EN); Lanner Falcon, Eastern Imperial Eagle, Griffon Vulture, Egyptian Vulture, Ruddy shelduck, Little Bustard and Stone Curlew – Vulnerable (VU). Most of them are also included in the IUCN red list, Saker Falcon and Egyptian Vulture as Endangered (EN); Eastern Imperial Eagle, Dalmatian Pelican and Lesser Kestrel – Vulnerable (VU); Black Vulture, Little Bustard and White-tailed Eagle – Near Threatened (NT).

ტერიტორიის აღწერა / Description of the site: ჭაჭუნა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 250 – 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მდინარე იორს გასწვრივ ჭალის ტყე მიუყვება. მის გარშემო ტერასებსა და გორაკებზე ნათელი არიდული ტყეების ფრაგმენტები, ნახევრად უდაბნოსა და სტეპის მცენარეულობაა წარმოდგენილი. ჭალის ტყის დომინანტი სახეობებია: ვერხვი (Populus canescens; Populus nigra), მუხა (Quercus longipes) და ტირიფი (Salix alba). მდინარის ნაპირებზე გხვდება ლერწამი (Phragmites australis). არიდული ნათელი ტყეების დომინანტი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica), ორი სახეობის ღვია (Juniperus foetidissima; Juniperus polycarpos), აბზინდა (Artemisia lerchiana) და Botriochlora ischaemum (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ http://aves.biodiversity-georgia.net / Chachuna SPA is located in the southeastern part of Georgia, at an altitude of 250 – 500 meters. Chachuna has wide variety of habitats.  Riparian forest stretch along the river Iori with dominant species as: Poplar (Populus canescens; Populus nigra), Oak (Quercus longipes), White willow (Salix alba). Riverbanks are covered with Reeds (Phragmites australis). River valley is surrounded with badlands, steppe and savanna type forests with arid light forest, semi-desert and steppe vegetation. Dominant Species of arid light forest are: Mastic tree (Pistacia mutica), two species of Juniper (Juniperus foetidissima; Juniperus polycarpos), Wormwood (Artemisia lerchiana) and Perennial grass (Botriochlora ischaemum) (Kvachakidze 2010). See http://aves.biodiversity-georgia.net for Avifauna.

 

მონიტორინგი / Monitoring

 

დიდი მტაცებლები / Large Raptors

მეთოდი / Method: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება / Nest count & assessment of breeding success

პერიოდი / Period: აპრილი-ივლისი / April- July

საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.

მეთოდის აღწერვა / Description: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. ექსპედიციის დროს ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. მეორე ექსპედიციას  ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედეციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ. სახეობები, ექსპედიციების დრო და საბუდარი ადგილების აღწერა იხილეთ ცხრილ 1-ში. / At least two field expeditions are required to count nesting pairs and to assess breeding success. During the first expedition, nests should be discovered and nestlings should be counted. Date of the field expedition, GPS location of the nest and number of nestlings should be recorded. During the second expedition, the breeding success should be assessed, by counting number of chicks in the same nests, which were discovered during the first expedition. Species, expedition dates and nesting habitat description see in table 1.

 

ცხრილი 1 / Table1

სახეობა

Species

I ექსპედიცია

I expedition

II ექსპედიცია

II expedition

საბუდარი ადგილის აღწერა

Nesting habitat description

ორბი

Griffon vulture

აპრილის ბოლოს

Late April

ივლისის ბოლოს

Late June

გამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე / Ledges or cavities on the cliff.
სვავი

Black vulture

აპრილის ბოლოს

Late April

ივლისის ბოლოს

Late June

ხის წვერი, იშვიათად კლდის გამონაშვერები / On top of trees usually juniper or mastic tree.
ფასკუნჯი

Egyptian vulture

მაისის ბოლოს

Late May

ივლისი

July

გამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე / Ledges or cavities on the cliff.
ბექობის არწივი

Eastern imperial eagle

მაისი

May

ივლისი

July

მაღალი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები / In high tree usually poplar or juniper or on electricity pylons.
თეთრკუდა ფსოვი

White-tailed eagle

აპრილი

April

ივნისი

June

მაღალი ხეები და კლდის გამონაშვერები / In high trees and ledges of cliff.

 

შევარდნები / Falcons

მეთოდი / Method: მობუდარი წყვილების პირდაპირი დათვლა / Direct count of nesting pairs.

პერიოდი / Period: აპრილი-მაისი / April- May

საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.

მეთოდის აღწერა / Description: შავარდნები ძირითადად ციცაბო კლდის ხვრელებში და გამონაშვერებზე ბუდობენ. მცირე კირკიტამ შესაძლოა მიტოვებულ შენობებსა და ელექტრო გადამცემ ბოძებზეც დაიბუდოს. ჩვეულებრივ, ბუდეები კარგად არის შენიღბული, ამიტომ ბარტყების  დათვლა რთულია. ყველაზე კარგი პერიოდი გავაზისა და წითელთავა შავარდენის აღრიცხვისათვის აპრილის მეორე ნახევარი, ხოლო მცირე კირკიტასთვის – მაისის მეორე ნახევარია. საველე გასვლისას თითოეული სახეობის ბუდეებს იპოვით და მობუდარ წყვილებს დათვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების (და მცირე კირკიტას კოლონიების) GPS კოორდინატებსა  და მობუდარი წყვილების რაოდენობას ჩაინიშნავთ. / The most falcon Species breed on the ledges of the cliffs or in the cavities of rocks. Lesser kestrel might also nest in old building and in electricity pylons. Usually nests are well concealed. Therefore, counting chicks is challenging. So, the best periods for field expeditions to monitor saker and lanner falcons are second half of April and for lesser kestrel – second half of May. During the expedition falcon nests should be discovered and breeding pairs should be counted. Date of the field expedition, GPS location of the occupied nests (or colony in case of lesser kestrel) and number of breeding pairs should be recorded.

თვალჭყეტია / Stone Curlew

მეთოდი / Method: ხმით აღრიცხვა / Playback count

პერიოდი / Period: აპრილი-მაისი / April- May

საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: მაღალი გამავლობის მანქანა; პლეიერი დინამიკებით; GPS / 4 wheel drive car; player with loud speaker and GPS.

მეთოდის აღწერა / Description: აღრიცხვებს წინასწარ განსაზღვრულ ტრანსექტზე  შებინდებისას ან ღამით ნელა მოძრავი მანქანიდან ატარებთ (იხ. რუკა 1). მოძრაობისას თვალჭყეტიას ხმა გაქვთ ჩართული. იგი  ხმას გამოეხმაურება თუ 500 მეტრის რადიუსში იმყოფება. ყოველი ინდივიდის გამოხმაურებაზე GPS კოორდინატებს ინიშნავთ. აღრიხვისთვის ყველაზე კარგი დრო ინკუბაციის პერიოდია, რომელიც ჭაჭუნაში აპრილიდან მაისის ბოლომდე გრძელდება. კარგი შედეგის მისაღებად აღრიცხვებს მინიმუმ ორჯერ ატარებთ – აპრილის ბოლოსა და მაისის შუაში. / Counting should be performed during dusk or night on predetermined transect from slowly moving vehicle (Map 1)During driving, stone curlews call should be played on player. Stone curlew responds to a call if it’s in the range of 500 meters. GPS coordinates of each response should be recorded. The best time for playback count is during the incubation period, which might varies from April to late May in Chachuna. In order to get the best results, counts should take place at least two times – first in late April and second in mid-May.

სარსარაკი / Little Bustard

მეთოდი / Method: პირდაპირი დათვლა / Direct count

პერიოდი / Period: იანვარი / January

საჭირო აღჭურვილება  / Needed Equipment: მაღალი გამავლობის მანქანა, ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 4 wheel drive car; 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.

მეთოდის აღწერა / Description: აღრიცხვებს იანვარში ატარებთ. ტერიტორიას მაქსიმალურად ფარავთ მანქანით. პერიოდულად ჩერდებით, კარგი ხედვისთვის შემაღლებულ ადგილს ირჩევთ და მიმდებარე ტერიტორიას ტელესკოპითა და ბინოკლით ყურადღებით ათვალიერებთ. აღმოჩენილ სარსარაკებს ტელესკოპის მეშვეობით ითვლით. სარსარაკის აღრიცხვები ჭაჭუნასა და ვაშლოვანის ტერიტორიებს შორის კოორდინირებული უნდა იყოს. / Counts should take place in January. All little bustard wintering territory is covered with vehicle. For good visibility fields should be scanned from elevated places using binoculars and scope. Discovered little bustard flocks should be directly counted using spotting scope. Time, GPS location and number of birds should be recorded. Little bustard counts should be coordinated between Chachuna and Vashlovani SPAs.

წითელი იხვი / Ruddy Shelduck

მეთოდი / Method: პირდაპირი დათვლა / Direct count

პერიოდი / Period: მაისი- იანვარი / May – January

საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.

მეთოდის აღწერა / Description: ყოველწლიურად მინიმუმ ორი საველე გასვლას ახორციელებთ. მობუდარი წყვილებისა და ბარტყების დასათვლელად პირველ საველე გასვლას მაისის პირველ ნახევარში გეგმავთ. მას შემდეგ რაც ბარტყები გამოიჩეკებიან,  მშობლებთან ერთად ტბაზე გამოდიან. ამ დროს ისინი ადვილად შესამჩნევები არიან და შესაბამისად დათვლაც უფრო მარტივია. მეორე საველე გასვლას, მოზამთრე ფრინველების დასათვლელად, იანვარში ახორციელებთ. ორივე ექსპედიციისას წითელი იხვების  აღრიცხვას  დალის წყალსაცავზე ატარებთ. სათვლელი წერტილები იხილეთ რუკა 2-ზე. / At least two counts should be performed annually. First field expedition should take place in the first half of May to count breeding pairs and their ducklings. After ruddy shelducks hatch, parents with their ducklings appear near the lake. For this time, they are well visible and are much easier to count. Second field expedition should take place in January to count wintering birds. In both cases, Ruddy shelducks should be directly counted on water reservoir (Map 2).

ქოჩორა ვარხვი / Dalmatian Pelican

მეთოდი / Method: პირდაპირი დათვლა / Direct count

პერიოდი / Period:  დეკემბერი-თებერვალი / December – February

საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.

მეთოდის აღწერა / Description: მოზამთრე ქოჩორა ვარხვებს, ყოველ თვე, დალის წყალსაცავზე, წითელ იხვებთან ერთად, იმავე სათვლელი წერტილებიდან აღრიცხავთ (რუკა 2). / Wintering Dalmatian pelicans should be directly counted in every month on Dali water reservoir simultaneously with Ruddy Shelducks from the same counting points (map 2).

 

 

 

რუკა 1 / Map 1

 sp3

კოორდინატები / Coordinates

ტრანსექტი 1 / Transect 1

დასაწყისი / Start : 41.323438°/45.748000°

დასასრული / End : 41.212852°/45.977836°

ტრანსექტი 2 / Transect 2

დასაწყისი / Start: 41.343712°/45.869118°

დასასრული / End: 41.281979°/45.903322°

 

 

რუკა / Map 2

sp31
აღრიცხვის წერტილი 1 / Counting point 1: 41.282651°/45.869651°GPS კოორდინატები / Coordinates:

აღრიცხვის წერტილი 2 / Counting point 2: 41.299577°/45.861820°

ჭაჭუნა (SPA 3)

sp33

ფოტო: ზ. ჯავახიშვილი

 

Species scientific name Species English name Species Georgian name Season IUCN RLG
Gavia stellata Red-throated Diver (or Loon) წითელყელა ღორიხვა M LC
Gavia arctica Black-throated (Arctic) Diver (or Loon) შავყელა ღორიხვა M LC
Podiceps cristatus Great Crested Grebe დიდი კოკონა M; WV LC
Tachybaptus ruficollis Little Grebe მცირე კოკონა YR-R LC
Pelecanus onocrotalus Great White Pelican ვარდისფერი ვარხვი M; WV LC VU
Pelecanus crispus Dalmatian Pelican ქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვი M; WV VU EN
Phalacrocorax carbo Great Cormorant დიდი ჩვამა YR-R LC
Microcarbo pygmaeus Pygmy Cormorant მცირე ჩვამა YR-R LC
Ardea cinerea Grey Heron რუხი ყანჩა YR-R LC
Ardea purpurea Purple Heron წითურის (ან ქარცი) ყანჩა M LC
Ardea alba Great White Egret დიდი თეთრი ყანჩა M;WV LC
Egretta garzetta Little Egret მცირე თეთრი ყანჩა M;WV LC
Bubulcus ibis Cattle Egret მწყემსი (ანუ ეგვიპტური) ყანჩა M;WV LC
Ardeola ralloides Squacco Heron ყვითელი ყანჩა M;WV LC
Nycticorax nycticorax Black-crowned Night-Heron ღამის ყანჩა M;WV LC
Ixobrychus minutus Little Bittern მცირე ყარაულა M;WV LC
Botaurus stellaris Great Bittern დიდი ყარაულა (წყლის ბუღა) M;WV LC
Platalea leucorodia Eurasian Spoonbill ჟერო M LC
Plegadis falcinellus Glossy Ibis ივეოსი M LC
Ciconia ciconia White Stork თეთრი ყარყატი M LC VU
Ciconia nigra Black Stork შავი ყარყატი BB LC VU
Cygnus olor Mute Swan წითელნისკარტა (ან სისინა) გედი M;WV LC
Cygnus cygnus Whooper swan ყვითელნისკარტა (ან მყივანი) გედი M;WV LC
Cygnus columbianus Tundra Swan მცირე მყივანი გედი M;WV LC
Anser anser Gray Lag Goose რუხი ბატი WV;M LC
Anser fabalis Bean Goose მეკალოე ბატი WV;M LC
Anser erythropus Lesser White-fronted Goose მცირე თეთრშუბლა ბატი WV;M VU EN
Anser albifrons Greater White-fronted Goose დიდი თეთრშუბლა ბატი M,WV LC
Tadorna tadorna Common Shelduck ამლაყი იხვი M;WV LC
Tadorna ferruginea Ruddy Shelduck წითელი იხვი YR-R LC VU
Anas platyrhynchos Mallard გარეული იხვი YR-R LC
Mareca strepera Gadwall რუხი იხვი M;WV LC
Mareca penelope Eurasian Wigeon თეთრშუბლა იხვი M,WV LC
Anas crecca Common Teal სტვენია იხვი (ან ჭიკვარა) YR-R LC
Spatula querquedula Garganey ჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა) M;WV LC
Anas acuta Northern Pintail ბოლოსადგისა (ან კუდსადგისა) იხვი M,WV LC
Spatula clypeata Northern Shoveler განიერნისკარტა იხვი M;WV LC
Netta rufina Red-crested Pochard წითელნისკარტა ყურყუმელა M;WV LC
Aythya fuligula Tufted Duck ქოჩორა ყვინთია M;WV LC
Aythya ferina Common Pochard წითელთავა ყვინთია M;WV VU
Aythya nyroca Ferruginous Pochard თეთრთვალა ყვინთია M;WV NT
Bucephala clangula Common Golden-eye ამაყა M,WV LC
Mergus merganser Common Merganser დიდი ბატასინა M,WV LC
Mergus serrator Red-breasted Merganser გრძელნისკარტა ბატასინა M,WV LC
Mergellus albellus Smew მცირე ბატასინა M,WV LC
Pandion haliaetus Osprey შაკი M;WV LC
Haliaeetus albicilla White-tailed Eagle თეთრკუდა ფსოვი (ან თეთრკუდა არწივი) YR-R LC EN
Milvus migrans Black Kite ძერა YR-R LC
Circaetus gallicus Short-toed Snake-Eagle გველიჭამია (ან ძერაბოტი) BB LC
Accipiter brevipes Levent Sparrowhawk ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) BB LC VU
Accipiter nisus Eurasian Sparrowhawk მიმინო YR-R LC
Accipiter gentilis Northern Goshawk ქორი YR-R LC
Buteo buteo Common Buzzard ჩვეულებრივი კაკაჩა YR-R LC
Buteo lagopus Rough-legged Buzzard ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა WV LC
Buteo rufinus Long-legged Buzzard ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა YR-R LC VU
Pernis apivorus European Honey-Buzzard კრაზანაჭამია (ან ირაო) BB LC
Hieraaetus pennatus Booted Eagle ჩია არწივი BB LC
Aquila heliaca Imperial Eagle ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი YR-R VU VU
Clanga clanga Greater Spotted Eagle დიდი მყივანი არწივი M,WV VU VU
Clanga pomarina Lesser Spotted Eagle მცირე მყივანი არწივი M LC
Aquila nipalensis Steppe Eagle ველის არწივი M EN
Aquila chrysaetos Golden Eagle მთის არწივი YR-V LC VU
Neophron percnopterus Egyptian Vulture ფასკუნჯი BB EN VU
Gypaetus barbatus Bearded Vulture (Lammergeier) ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) WV NT VU
Aegypius monachus Cinereous Vulture (Eurasian Black Vulture) სვავი YR-R NT EN
Gyps fulvus Eurasian Griffon Vulture ორბი YR-R LC VU
Circus aeroginosus Western Marsh Harrier ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) YR-R LC
Circus cyaneus Hen (or Northern) Harrier მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) M LC
Circus macrourus Pallid Harrier ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) M NT
Circus pygargus Montagu’s Harrier მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) BB LC
Falco cherrug Saker Falcon ბარი (ან გავაზი) YR-R EN CR
Falco biarmicus Lanner Falcon წითელთავა შავარდენი YR-R LC VU
Falco peregrinus Peregrine Falcon ჩვეულებრივი შავარდენი YR-V LC
Falco subbuteo Eurasian Hobby მარჯანი BB LC
Falco columbarius Merlin ალალი M,WV LC
Falco vespertinus Red-footed Falcon წითელფეხა შავარდენი M NT EN
Falco naumanni Lesser Kestrel მცირე (ან ველის) კირკიტა BB LC CR?
Falco tinnunculus Common Kestrel ჩვეულებრივი კირკიტა YR-R LC
Alectoris chukar Chukar კაკაბი YR-R LC
Perdix perdix Grey Partridge გნოლი YR-R LC
Coturnix coturnix Common Quail მწყერი YR-R LC
Francolinus francolinus Black Francolin დურაჯი YR-R LC
Phasianus colchicus Pheasant კოლხური ხოხობი YR-R LC
Grus grus Common Crane რუხი წერო M LC EN
Anthropoides virgo Demoiselle Crane წეროტურფა M LC
Tetrax tetrax Little Bustard სარსარაკი M;WV NT VU
Rallus aquaticus Water Rail ლაინა M LC
Porzana porzana Spotted Crake ქათამურა M LC
Zapornia parva Little Crake მცირე ქათამურა M LC
Zapornia pusilla Baillon’s Crake პაწაწა ქათამურა M LC
Crex crex Corn crake ღალღა M LC
Gallinula chloropus Common Moorhen წყლის ქათამურა M LC
Fulica atra Common Coot მელოტა M;WV LC
Porphyrio porphyrio Purple Swamphen ხონთქრის ქათამი BB LC
Haematopus ostralegus Eurasian Oystercatcher ზღვის კაჭკაჭი (სირკაჭკაჭი) M;WV NT
Himantopus himantopus Black-winged Stilt ოჩოფეხა M;WV LC
Recurvirostra avosetta Pied Avocet სადგისნისკარტა M;WV LC
Charadrius hiaticula Common Ringed Plover საყელოიანი წინტალა M LC
Charadrius dubius Little Ringed Plover მცირე წინტალა M LC
Pluvialis apricaria Eurasian Golden-Plover ოქროსფერი მეჭვავია M LC
Pluvialis squatarola Grey Plover რუხი მეჭვავია (კვათარი) M LC
Vanellus vanellus Northern Lapwing პრანწია M NT
Phalaropus lobatus Red-necked Phalarope წითელკისერა (ან მრგვალნისკარტა) ტივტივა M LC
Xenus cinereus Terek Sandpiper რუხი აპრეხილნისკარტა მექვიშია M LC
Tringa totanus Common Redshank წითელფეხა მენაპირე (მსევანი) M LC
Tringa erythropus Spotted Redshank ლაქებიანი წითელფეხა მენაპირე (კოხტა ჭოვილო) M LC
Tringa nebularia Common Greenshank მწვანეფეხა მენაპირე (დიდი ჭოვილო) M LC
Tringa stagnatilis Marsh Sandpiper ჭაობის მენაპირე (მერუე) M LC
Tringa glareola Wood Sandpiper ტყის მენაპირე M LC
Tringa ochropus Green Sandpiper შავი მენაპირე M LC
Actitis hypoleucos Common Sandpiper ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) BB LC
Calidris pugnax Ruff ტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა) M LC
Numenius arquata Eurasian Curlew დიდი კრონშნეპი M NT
Numenius phaeopus Whimbrel საშუალო კრონშნეპი M LC
Limosa limosa Black-tailed Goldwit დიდი (ანუ შავკუდა) ლია M NT
Limosa lapponica Bar-tailed Godwit ზოლიანკუდა ლია M NT
Scolopax rusticola Eurasian Woodcock ტყის ქათამი (ვალდშნეპი) M LC
Gallinago media Great Snipe დიდი ჩიბუხა (გოჭა) M NT
Gallinago gallinago Common Snipe ჩიბუხა M LC
Lymnocryptes minimus Jack Snipe ჩიბუხელა (გარშნეპი) M LC
Burhinus oedicnemus Stone-Curlew თვალჭყეტია BB LC VU
Glareola pratincola Collared Pratincole ჟღალფრთიანა მერცხალა M LC
Larus ridibundus Common Black-headed Gull ტბის თოლია M LC
Hydrocoloeus minutus Little Gull მცირე თოლია M,WV LC
Larus cachinnans Caspian Gull კასპიური თოლია M LC
Gelochelidon nilotica Gull-billed Tern თოლიისნისკარტა თევზიყლაპია M LC
Sterna hirundo Common Tern ჩვეულებრივი თევზიყლაპია M LC
Sternula albifrons Little Tern მცირე თევზიყლაპია M LC
Chlidonias leucopterus White-winged Tern ფრთათეთრი თევზიყლაპია M LC
Chlidonias hybrida Whiskered Tern ლოყათეთრი თევზიყლაპია M LC
Pterocles alchata Pin-tailed Sandgrouse თეთრმუცელა გვრიტჩიტა Cas LC
Pterocles orientalis Black-bellied Sandgrouse შავმუცელა გვრიტჩიტა Cas LC
Columba livia Rock Dove გარეული მტრედი YR-R LC
Columba oenas Stock Dove გულიო (ან გვიძინი) YR-R LC
Columba palumbus Common Wood-Pigeon ქედანი YR-R LC
Streptopelia turtur Eurasian Turtle-Dove ჩვეულებრივი გვრიტი BB VU
Streptopelia decaocto Eurasian Collared-Dove საყელოიანი გვრიტი YR-R LC
Spilopelia senegalensis Laughing Dove მაცინარა (ან სენეგალური) გვრიტი YR-R LC
Cuculus canorus Common Cuckoo გუგული BB LC
Bubo bubo Eurasian Eagle Owl ზარნაშო YR-R LC
Asio otus Northern Long-eared Owl ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) YR-R LC
Asio flammeus Short-eared Owl ჭაობის ბუ YR-R LC
Otus scops Eurasian Scops-Owl წყრომი BB LC
Athene noctua Little Owl ჭოტი YR-R LC
Strix aluco Tawny Owl ტყის ბუ YR-R LC
Caprimulgus europaeus European Nightjar უფეხურა BB LC
Apus apus Common Swift ნამგალა BB LC
Tachymarptis melba Alpine Swift მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) BB LC
Merops apiaster European Bee-eater ოქროსფერი კვირიონი BB LC
Merops superciliosus Blue-cheeked Bee-eater მწვანე კვირიონი Cas LC
Coracias garrulus European Roller ყაპყაპი BB LC
Alcedo atthis Common Kingsfisher ალკუნი YR-R LC
Upupa epops Common Hoopoe ოფოფი BB LC
Dryocopus martius Black Woodpecker შავი კოდალა YR-R LC
Picus viridis Eurasian Green Woodpecker მწვანე კოდალა YR-R LC
Dendrocopos syriacus Syrian Woodpecker სირიული კოდალა YR-R LC
Dendrocopos major Greater Spotted Woodpecker დიდი ჭრელი კოდალა YR-R LC
Leiopicus medius Middle Spotted Woodpecker საშუალო ჭრელი კოდალა YR-R LC
Dryobates minor Lesser Spotted Woodpecker მცირე ჭრელი კოდალა YR-R LC
Jynx torquilla Eurasian Wryneck მაქცია BB LC
Calandrella rufescens Lesser Short-Toed Lark მცირე მოკლეთითა ტოროლა BB LC
Calandrella brachydactyla Greater Short-Toed Lark დიდი მოკლეთითა ტოროლა BB LC
Melanocorypha calandra Calandra Lark ველის ტოროლა BB LC
Lullula arborea Wood Lark ტყის ტოროლა M LC
Alauda arvensis Eurasian Skylark მინდვრის ტოროლა YR-R LC
Galerida cristata Crested Lark ქოჩორა ტოროლა YR-R LC
Hirundo rustica Barn Swallow სოფლის მერცხალი BB LC
Hirundo daurica Red-Rumped Swallow წელწითელა მერცხალი Cas LC
Hirundo rupestris Eurasian Crag-martin კლდის მერცხალი BB LC
Riparia riparia Sand Martin მენაპირე მერცხალი BB LC
Delichon urbicum Northern Hause-Martin ქალაქის მერცხალი BB LC
Anthus trivialis Tree Pipit ტყის მწყერჩიტა M LC
Anthus pratensis Meadow Pipit მდელოს მწყერჩიტა M NT
Anthus cervinus Red-Throated Pipit წითელგულა მწყერჩიტა M LC
Anthus spinoletta Water Pipit მთის მწყერჩიტა M LC
Anthus campestris Tawny Pipit მინდვრის მწყერჩიტა BB LC
Motacilla alba White Wagtail თეთრი ბოლოქანქარა YR-R LC
Motacilla cinerea Grey Wagtail რუხი ბოლოქანქარა M LC
Motacilla flava Yellow Wagtail ყვითელი ბოლოქანქარა BB LC
Motacilla citreola Citrine Wagtail ყვითელთავა ბოლოქანქარა M LC
Lanius excubitor Greater Grey (or Northern) Shrike რუხი ღაჟო WV LC
Lanius minor Lesser Grey Shrike შავშუბლა ღაჟო BB LC
Lanius senator Woodchat Shrike წითელთავა ღაჟო BB LC
Lanius collurio Red-backed Shrike ჩვეულებრივი ღაჟო BB LC
Prunella modularis Hedge Accentor (Dunnock) ტყის ჭვინტაკა M LC
Acrocephalus scirpaceus Eurasian Reed-Warbler ლელიანის მეჩალია M LC
Acrocephalus palustris Marsh Warbler ჭაობის მეჩალია M LC
Acrocephalus arundinaceus Great Reed-Warbler ლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია) BB LC
Acrocephalus schoenobaenus Sedge Warbler ჭახჭახა მეჩალია BB LC
Hippolais pallida Olivaceous Warbler ბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი) BB LC
Hippolais languida Upcher’s Warbler ბოლომქნევარა ბუტბუტა (ბოლომქნევარა მქირდავი) BB LC
Sylvia communis Common Whitethroat დიდი თეთრყელა ასპუჭაკა BB LC
Sylvia curruca Lesser Whitethroat მცირე თეთრყელა ასპუჭაკა BB LC
Sylvia borin Garden Warbler ბაღის ასპუჭაკა BB LC
Sylvia nisoria Barred Warbler მიმინოსებრი ასპუჭაკა BB LC
Sylvia atricapilla Blackcap შავთავა ასპუჭაკა BB LC
Sylvia hortensis Orphean Warbler ყვითელთვალა ასპუჭაკა BB LC
Sylvia mystacea Menetries’s Warbler წითელთვალა ასპუჭაკა BB LC
Phylloscopus trochilus Willow Warbler გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) BB LC
Phylloscopus collybita Common Chiffchaff ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) M LC
Phylloscopus sindianus Mountain Chiffchaff მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) M LC
Phylloscopus trochiloides Greenish Warbler მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) M LC
Regulus regulus Goldcrest ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) M LC
Muscicapa striata Spotted Flycatcher რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) BB LC
Ficedula parva Red-breasted Flycatcher წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) BB LC
Ficedula semitorquata Semi-Collared Flycatcher ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) M LC
Saxicola torquatus Common Stonechat შავთავა ოვსადი BB LC
Saxicola rubetra Whinchat თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი BB LC
Monticola solitarius Blue Rock-Thrush კლდის ლურჯი შაშვი BB LC
Monticola saxatilis Rufous-tailed Rock-Thrush კლდის ჭრელი შაშვი M LC
Oenanthe oenanthe Northern Wheatear ჩვეულებრივი მეღორღია M LC
Oenanthe isabellina Isabelline Wheatear ბუქნია-მეღორღია BB LC
Oenanthe hispanica Black-eared Wheatear შავყურა მეღორღია YR-R LC
Oenanthe pleschanka Pied Wheatear შავზურგა მეღორღია (შავზურგა მელოტჩიტა) YR-R LC
Oenanthe finschii Finsch’s Wheatear თეთრზურგა მეღორღია (თეთრზურგა მელოტჩიტა) YR-R LC
Phoenicurus ochruros Black Redstart შავი ბოლოცეცხლა YR-R LC
Phoenicurus phoenicurus Common Redstart ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა BB LC
Erithacus rubecula European Robin გულწითელა YR-R LC
Luscinia svecica Bluethroad ცისფერგულა M LC
Luscinia luscinia Thrush Nightingale აღმოსავლური ბულბული M LC
Luscinia megarhynchos Common Nightingale ჩვეულებრივი ბულბული BB LC
Erythropygia galactotes Rufous-tailed Scrub-Robin ჟღალი ბულბული BB LC
Turdus merula Eurasian Blackbird შაშვი YR-R LC
Turdus torquatus Ring Ouzel თეთრგულა შაშვი WV LC
Turdus pilaris Fieldfare რუხთავა შაშვი WV LC
Turdus iliacus Redwing თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი WV NT
Turdus philomelos Song Thrush წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) BB LC
Turdus viscivorus Mistle Thrush ჩხართვი YR-R LC
Aegithalos caudatus Long-tailed Tit თოხიტარა YR-R LC
Remiz pendulinus Eurasian Penduline Tit თერძი (ჩვეულებრივი რემეზი) YR-R LC
Parus major Great Tit დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) YR-R LC
Parus caeruleus Blue Tit მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) YR-R LC
Sitta europaea Wood Nuthatch ჩვეულებრივი ხეცოცია YR-R LC
Sitta neumayer Rock Nuthatch მცირე კლდეცოცია YR-R LC
Tichodroma muraria Wall-creeper ფრთაწითელი კლდეცოცია WV LC
Certhia familiaris Eurasian Tree-creeper ჩვეულებრივი მგლინავა M LC
Troglodytes troglodytes Winter Wren ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) YR-R LC
Miliaria calandra Corn Bunting მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) YR-R LC
Emberiza cia Rock Bunting კლდის გრატა YR-R LC
Emberiza citrinella Yellowhammer მოყვითალო გრატა YR-R LC
Emberiza melanocephala Black-headed Bunting შავთავა გრატა BB LC
Emberiza hortulana Ortolan Bunting ბაღის გრატა BB LC
Emberiza schoeniclus Reed Bunting ლელიანის გრატა YR-R LC
Fringilla montifringilla Brambling ჩრდილოეთის სკვინჩა WV LC
Fringilla coelebs Eurasian Chaffinch სკვინჩა (ნიბლია) YR-R LC
Carduelis carduelis European Goldfinch ჩიტბატონა YR-R LC
Carduelis spinus Eurasian Siskin შავთავა მწვანულა WV LC
Carduelis chloris European Greenfinch მწვანულა YR-R LC
Carduelis cannabina Eurasian Linnet ჭვინტა (მეკანაფია) YR-R LC
Coccothraustes Coccothraustes Hawfinch კულუმბური YR-R LC
Bucanetes githagineus Trumpeter Finch წითელნისკარტა კოჭობა Cas LC
Serinus pusillus Fire-fronted Serin (Red-fronted Serin) წითელშუბლა მთიულა WV LC
Carpodacus erythrinus Common Rosefinch ჩვეულებრივი კოჭობა M LC
Passer hispaniolensis Spanish Sparrow შავგულა (ანუ ესპანური) ბეღურა YR-R LC
Passer montanus Tree Sparrow მინდვრის ბეღურა YR-R LC
Passer domesticus Hause Sparrow სახლის ბეღურა YR-R LC
Petronia petronia Rock Sparrow კლდის ბეღურა YR-R LC
Petronia brachydactyla Pale Rock Sparrow მკრთალი (ანუ მოკლეთითა) კლდის ბეღურა BB LC
Sturnus vulgaris Common Starling შოშია (შროშანი) YR-R LC
Sturnus roseus Rose-coloured Starling ვარდისფერი შოშია (ტარბი) BB LC
Oriolus oriolus Eurasian Golden Oriole მოლაღური BB LC
Garrulus glandarius Eurasian Jay ჩხიკვი YR-R LC
Pica pica Black-billed Magpie კაჭკაჭი YR-R LC
Pyrrhocorax pyrrhocorax Red-billed Chough წითელნისკარტა მაღრანი YR-R LC
Corvus corax Common Raven ყორანი YR-R LC
Corvus frugilegus Rook ჭილყვავი M;WV LC
Corvus corone Hooded Crow რუხი ყვავი YR-R LC
Corvus monedula Eurasian Jackdaw ჭკა YR-R LC