SPA N 11

სახელწოდება / Name: რაჭა / Racha
კატეგორია / Category: B2, C2
ფართობი / Area: 89933, 750 ha
დაცვის სტატუსი / Protection Status: ტერიტორიის 64.04%-ს IBA (GEO13) ფარავს. IBA (GEO13) 100%-ით ემთხვევა SPA 11-ს. / 64.04% of territory is covered by IBA (GEO13). 100% of IBA (GEO13) is represented by SPA 11.
ცენტრალური კოორდინატები / Central Coordinate:
Latitude: 42.733550° / Longitude: 43.534183°
დასაცავი სახეობები / Species of concern: დასაცავი სახეობებია კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla), შავთავა ხეცოცია (Sitta krueperi), ბუკიოტი (Aegolius funereus). ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა ბუკიოტისა, საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი როგორც მოწყვლადი (VU) სახეობები. კავკასიური როჭო და შავთავა ხეცოცია IUCN-ის წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები (NT). / Caucasian Grouse (Lyrurus mlokosiewiczi), Guldenstadt’s Redstart (Phoenicurus erythrogastrus), Great Rosefinch (Carpodacus rubicilla), Kruper’s Nuthatch (Sitta krueperi), Tengmalm’s Owl (Aegolius funereus). All of them (Except Tengmalm’s Owl) are included on the red list of Georgia as Vulnerable (VU). Caucasian Grouse and Kruper’s Nuthatch are also classified on the IUCN red list as Near Threatened (NT).
ტერიტორიის აღწერა / Description of the site: რაჭა საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1400-3800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე შერეული ტყეებია (ფოთლოვანი და წიწვოვანი) წარმოდგენილი. აქ გავრცელებული ძირითადი სახეობებია: წიფელი (Fagus orientalis), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica), ქართული მუხა (Quercus iberica), წაბლი (Castanea sativa), ცაცხვი (Tilia begoniifolia), ნეკერჩხალი (Acer platanoides), ვერხვი (Populus tremula), ცირცელი (Sorbus caucasigena), არყი (Betula litwinowii, Betula pendula, Betula radeana), კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), კავკასიური ფიჭვი (Pinus Sosnowskyi), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), ასკილი (Rosa canina), მოცვი (Vaccinium myrtillus). ზღვის დონიდან დაახლოებით 2000-2500 მეტრს ზემოთ გვხვდება დეკა (Rhododendron caucasicum). სუბალპური და ალპური მდელოები, შემდეგი ძირითადი სახეობებითაა წარმოდგენილი – ტილჭირი (Aconitum nasutum), ყვითელთავთავა (Anthoxanthum odoratum), ქარცხვი (Campanula tridentata) (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ http://aves.biodiversity-georgia.net / Racha SPA is located in the northern part of Georgia at an altitude of 1400 – 3800 meters. Mixed mountain forests are covering mountain slopes with dominant species: Beech (Fagus orientalis), Nornbeam (Carpinus caucasica), Georgian Oak (Quercus iberica), Chestnut (Castanea sativa), Lime (Tilia begoniifolia), Maple (Acer platanoides), Aspen (Populus tremula), Sorb (Sorbus caucasigena), Birches (Betula litwinowii, Betula pendula, Betula radeana), Abies (Abies nordmanniana), Pine (Pinus Sosnowskyi), Caucasian spruce (Picea orientalis), Currants (Ribes biebersteinii), Sweetbrier (Rosa canina), Bilberry (Vaccinium myrtillus). From 2000 meters above sea level up to 3500 meters, subalpine scrublands and subalpine/alpine meadows are represented with plant species Rhododendron (Rhododendron caucasicum), Monkshood (Aconitum nasutum), vanilla grass (Anthoxanthum odoratum), Bellflower (Campanula tridentate). (Kvachakidze 2010). See http://aves.biodiversity-georgia.net for Avifauna.

მონიტორინგი / Monitoring

კავკასიური როჭო / Caucasian Black Grouse
მეთოდი / Method: მოტიხტიხე მამლების აღრიცხვა / Lekking male count
პერიოდი / Period: მაისი / May
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა / Description: მოტიხტიხე მამრებს ყოველწლიურად მაისის თვეში აღრიცხავთ. სატიხტიხო ადგილს აღმოაჩენთ, GPS კოორდინატებს ჩაინიშნავთ და მოტიხტიხე მამლების რაოდენობას დათვლით. ამ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. სატიხტიხო ადგილებს მიანიჭებთ უნიკალური სახელწოდებას და დაარუკებთ. ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში შეიტანთ. / Field expedition should take place every May. During the expedition grouse leks should be discovered, GPS locations of the leks should be recorded and lekking males should be counted. Counts should be repeated at least once more during the season. Leks should be given unique names, mapped using coordinates collected on the field and number of males attending the lek should be recorded, date and weather conditions should be recorded as well. Results should be recorded in the database.

წითელმუცელა ბოლოცეცხლა და დიდი კოჭობა / Guldenstadt’s Redstart and Great Rosefinch
მეთოდი / Method: ყოფნა-არყოფნის შეფასება / Assessment of presence-absence
პერიოდი / Period: მთელი წელი / Whole year
Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა / Description: აღნიშნულ ტერიტორიაზე ორივე სახეობის ფრინველის სიმცირის გამო, მათი ყოფნა-არყოფნას ზამთარში, ქაცვის ბუჩქებში აფასებთ. მათ მოძებნას შესაძლოა გაზაფხულზე, კავკასიური როჭოს აღრიცხვისას შეეცადოთ. ამ სახეობებიდან რომელიმეს დაფიქსირების შემთხვევაში, სახეობას, თარიღს, GPS კოორდინატებსა და ინდივიდების რაოდენობას ინიშნავთ. Due to very low density and difficult access to the habitats of those species, presence absence data should be collected. During the winter sea buckthorn bushes, should be searched and presence of the species and observed numbers should be recorded. Presence of both species should be recorded in spring during the monitoring of Caucasian black grouse. Species, date, GPS coordinates and number of birds should be recorded.

შავთავა ხეცოცია / Kruper’s Nuthatch
მეთოდი / Method: წერტილოვანი ტრანსექტი, ხმით აღრიცხვა / Point transect, playback count
პერიოდი / Period: მაისი / May
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: პლეიერი, ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / Player, 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა/ Description: აღრიცხვებს მაისის პირველ ნახევარში ატარებთ. წიწვოვან ტყეში ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ მინიმუმ 10 კმ-იან ტრანსექტს აკეთებთ. ყოველ 250 მეტრში შავთავა ხეცოციას ხმას ჩართავთ. ყველა წერტილის GPS კოორდინატსა და თითოეული წერტილისთვის ცალკე, ხმაზე გამოხმაურებული ფრინველების რაოდენობას ჩაინიშნავთ. / Counts should take place in first half of May. Counter covers minimum 10 km distance in coniferous forest above 1000 meters from sea level and plays Kruper’s nuthatch’s song in every 250 meters. GPS coordinates of every point and number of individuals responded are recorded.

ბუკიოტი / Tengmalm’s Owl
მეთოდი / Method: ღამის ფრინველების აღრიცხვა / Nocturnal and crepuscular species counts
პერიოდი / Period: ოქტომბერი – ნოემბერი / October – November
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: პლეიერი; GPS / Dictaphone GPS.
მეთოდის აღწერა / Description: ბუკიოტის აღრიცხვისთვის შერეულ ან წიწვოვან კლიმაქსურ (დიდი ზომის, ასაკოვანი ხეებით) ტყეებს ირჩევთ და ტყის პირებთან ახლოს მინიმუმ 10 კმ-იან ტრანსექტს აკეთებთ. აღრიცხვებს ღამით, გვიან შემოდგომაზე ატარებთ და ტერიტორიულ მამრებს ითვლით. ამ დროს მათი ტერიტორიალური აქტივობა უფრო ინტენსიურია. თითოეულ ხმის გაგონებაზე GPS კოორდინატებს ინიშნავთ. კარგი შედეგის მისაღწევად აღრიცხვებს მინიმუმ ორჯერ, პირველად ოქტომბრის ბოლოს, ხოლო მეორედ ნოემბრის ბოლოს ატარებთ. / Tengmalm’s Owl is widely distributed species of woodlands. The counting unit is the territorial male. Counts are made at night, late autumn when territorial activity is most intense. Minimum 10 km transect should be done in mixed or coniferous forest. GPS coordinates of each calls is recorded. To assure best results, counts should take place at least two times – first in late October and second in late November.
რაჭა (SPA 11)
111
ფოტო: ნ. პაპოშვილი

მესხეთი (SPA 12)
112
ფოტო: ზ. ჯავახიშვილი

Species scientific name Species English name Species Georgian name Season IUCN RLG
Accipiter nisus Eurasian Sparrowhawk მიმინო YR-R LC
Accipiter gentilis Northern Goshawk ქორი YR-R LC
Buteo buteo Common Buzzard ჩვეულებრივი კაკაჩა YR-R LC
Pernis apivorus European Honey-Buzzard კრაზანაჭამია (ან ირაო) BB,M LC
Hieraaetus pennatus Booted Eagle ჩია არწივი BB LC
Aquila chrysaetos Golden Eagle მთის არწივი YR-R LC VU
Gypaetus barbatus Bearded Vulture (Lammergeier) ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) YR-R NT VU
Aegypius monachus Cinereous Vulture (Eurasian Black Vulture) სვავი YR-V NT EN
Gyps fulvus Eurasian Griffon Vulture ორბი YR-V LC VU
Falco peregrinus Peregrine Falcon ჩვეულებრივი შავარდენი YR-R LC
Falco tinnunculus Common Kestrel ჩვეულებრივი კირკიტა YR-R LC
Lyrurus mlokosiewiczi Caucasian Grouse კავკასიური როჭო YR-R NT VU
Tetraogallus caucasicus Caucasian Snowcock კავკასიური შურთხი YR-R LC
Alectoris chukar Chukar კაკაბი YR-R LC
Perdix perdix Grey Partridge გნოლი YR-R LC
Coturnix coturnix Common Quail მწყერი BB LC
Grus grus Common Crane რუხი წერო M LC EN
Anthropoides virgo Demoiselle Crane წეროტურფა M LC
Crex crex Corn crake ღალღა BB LC
Charadrius dubius Little Ringed Plover მცირე წინტალა BB LC
Actitis hypoleucos Common Sandpiper ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) BB LC
Scolopax rusticola Eurasian Woodcock ტყის ქათამი (ვალდშნეპი) M LC
Columba livia Rock Dove გარეული მტრედი YR-R LC
Columba palumbus Common Wood-Pigeon ქედანი BB LC
Cuculus canorus Common Cuckoo გუგული BB LC
Bubo bubo Eurasian Eagle Owl ზარნაშო YR-R LC
Otus scops Eurasian Scops-Owl წყრომი BB LC
Aegolius funereus Boreal (or Tengmalm’s) Owl ბუკიოტი YR-R LC VU
Athene noctua Little Owl ჭოტი YR-R LC
Strix aluco Tawny Owl ტყის ბუ YR-R LC
Caprimulgus europaeus European Nightjar უფეხურა BB LC
Apus apus Common Swift ნამგალა BB LC
Tachymarptis melba Alpine Swift მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) BB LC
Dryocopus martius Black Woodpecker შავი კოდალა YR-R LC
Picus viridis Eurasian Green Woodpecker მწვანე კოდალა YR-R LC
Dendrocopos major Greater Spotted Woodpecker დიდი ჭრელი კოდალა YR-R LC
Leiopicus medius Middle Spotted Woodpecker საშუალო ჭრელი კოდალა YR-R LC
Dendrocopos leucotos White-backed Woodpecker თეთრზურგა კოდალა YR-R LC
Dryobates minor Lesser Spotted Woodpecker მცირე ჭრელი კოდალა YR-R LC
Jynx torquilla Eurasian Wryneck მაქცია BB LC
Eremophila alpestris Horned (or Shore) Lark რქოსანი ტოროლა YR-R LC
Lullula arborea Wood Lark ტყის ტოროლა M LC
Alauda arvensis Eurasian Skylark მინდვრის ტოროლა YR-R LC
Hirundo rustica Barn Swallow სოფლის მერცხალი BB LC
Hirundo rupestris Eurasian Crag-martin კლდის მერცხალი BB LC
Delichon urbicum Northern Hause-Martin ქალაქის მერცხალი BB LC
Anthus trivialis Tree Pipit ტყის მწყერჩიტა BB LC
Anthus pratensis Meadow Pipit მდელოს მწყერჩიტა BB NT
Anthus cervinus Red-Throated Pipit წითელგულა მწყერჩიტა M LC
Anthus spinoletta Water Pipit მთის მწყერჩიტა BB LC
Motacilla alba White Wagtail თეთრი ბოლოქანქარა YR-R LC
Motacilla cinerea Grey Wagtail რუხი ბოლოქანქარა YR-R LC
Motacilla flava Yellow Wagtail ყვითელი ბოლოქანქარა M LC
Bombycilla garrulus Bohemian Waxwing მედუდუკე Cas LC
Lanius collurio Red-backed Shrike ჩვეულებრივი ღაჟო BB LC
Prunella modularis Hedge Accentor (Dunnock) ტყის ჭვინტაკა BB LC
Prunella collaris Alpine Accentor ალპური ჭვინტაკა YR-R LC
Sylvia atricapilla Blackcap შავთავა ასპუჭაკა BB LC
Phylloscopus trochilus Willow Warbler გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) BB LC
Phylloscopus collybita Common Chiffchaff ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) BB LC
Phylloscopus sindianus Mountain Chiffchaff მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) BB LC
Phylloscopus trochiloides Greenish Warbler მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) BB LC
Regulus regulus Goldcrest ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) YR-R LC
Regulus ignicapilla Firecrest წითელთავა ნარჩიტა (წითელთავა ღაბუაჩიტი) YR-R LC
Muscicapa striata Spotted Flycatcher რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) BB LC
Ficedula parva Red-breasted Flycatcher წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) BB LC
Ficedula semitorquata Semi-Collared Flycatcher ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) BB LC
Saxicola torquatus Common Stonechat შავთავა ოვსადი BB LC
Saxicola rubetra Whinchat თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი BB LC
Monticola saxatilis Rufous-tailed Rock-Thrush კლდის ჭრელი შაშვი BB LC
Oenanthe oenanthe Northern Wheatear ჩვეულებრივი მეღორღია BB LC
Phoenicurus ochruros Black Redstart შავი ბოლოცეცხლა BB LC
Phoenicurus phoenicurus Common Redstart ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა BB LC
Phoenicurus erythrogastrus Güldenstädt’s (or White-winged) Redstart წითელმუცელა ბოლოცეცხლა YR-R LC VU
Erithacus rubecula European Robin გულწითელა BB LC
Turdus merula Eurasian Blackbird შაშვი YR-R LC
Turdus torquatus Ring Ouzel თეთრგულა შაშვი YR-R LC
Turdus pilaris Fieldfare რუხთავა შაშვი WV LC
Turdus philomelos Song Thrush წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) BB LC
Turdus viscivorus Mistle Thrush ჩხართვი YR-R LC
Aegithalos caudatus Long-tailed Tit თოხიტარა YR-R LC
Parus ater Coal Tit მცირე წივწივა (მცირე წიწკანა) YR-R LC
Parus major Great Tit დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) YR-R LC
Parus caeruleus Blue Tit მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) YR-R LC
Sitta europaea Wood Nuthatch ჩვეულებრივი ხეცოცია BB LC
Sitta krueperi Küper’s Nuthatch შავთავა ხეცოცია BB LC
Tichodroma muraria Wall-creeper ფრთაწითელი კლდეცოცია BB LC
Certhia familiaris Eurasian Tree-creeper ჩვეულებრივი მგლინავა BB LC
Troglodytes troglodytes Winter Wren ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) YR-R LC
Cinclus cinclus White-throated Dipper წყლის შაშვი YR-R LC
Miliaria calandra Corn Bunting მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) BB LC
Emberiza cia Rock Bunting კლდის გრატა YR-R LC
Fringilla montifringilla Brambling ჩრდილოეთის სკვინჩა WV LC
Fringilla coelebs Eurasian Chaffinch სკვინჩა (ნიბლია) YR-R LC
Carduelis carduelis European Goldfinch ჩიტბატონა YR-R LC
Carduelis spinus Eurasian Siskin შავთავა მწვანულა YR-R LC
Carduelis chloris European Greenfinch მწვანულა YR-R LC
Carduelis flavirostris Twite მთის ჭვინტა YR-R LC
Carduelis cannabina Eurasian Linnet ჭვინტა (მეკანაფია) BB LC
Pyrrhula pyrrhula Eurasian Bullfinch სტვენია YR-R LC
Coccothraustes Coccothraustes Hawfinch კულუმბური YR-R LC
Serinus pusillus Fire-fronted Serin (Red-fronted Serin) წითელშუბლა მთიულა YR-R LC
Carpodacus erythrinus Common Rosefinch ჩვეულებრივი კოჭობა BB LC
Carpodacus rubicilla Great Rosefinch დიდი კოჭობა YR-R LC VU
Loxia curvirostra Red Crossbill (Common Crossbill) ნისკარტმარწუხა YR-R LC
Passer montanus Tree Sparrow მინდვრის ბეღურა BB LC
Passer domesticus Hause Sparrow სახლის ბეღურა YR-R LC
Montifringilla nivalis White-winged Snowfinch მეთოვლია YR-R LC
Garrulus glandarius Eurasian Jay ჩხიკვი YR-R LC
Pyrrhocorax pyrrhocorax Red-billed Chough წითელნისკარტა მაღრანი YR-R LC
Pyrrhocorax graculus Yellow-billed Chough ყვითელნისკარტა მაღრანი YR-R LC
Corvus corax Common Raven ყორანი YR-R LC
Corvus corone Hooded Crow რუხი ყვავი YR-R LC